saqarTvelos mdinareebi - Savwyaroswyali
ტერიტორიული ერთეულები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ჯავახეთის ქედის |
შესართავი | ხრამი |
სინონიმი: ზურტაკეტი, ყარაბულახი.
მდინარე ჯავახეთის ზეგანზე, დმანისის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2840 მ. ერთვის მდინარე ხრამს, მარჯვნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში, არამდგრადი წყალმცირობა - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,77 მ³/წმ.